შემოდგომის დარგვა: რა და როდის დავრგოთ
შემოდგომა საუკეთესო დროა ხეების, ბუჩქებისა და მარადმწვანეების დასარგავად.

შემოდგომაზე ნიადაგი ჯერ კიდევ თბილია, ჰაერი კი გრილი — ფესვები სწრაფად იდგამს ფეხს.
რა დავრგოთ
- ხეხილის ნერგები;
- თუია, კვიპაროსი და სხვა მარადმწვანეები;
- ბზა და დეკორატიული ბუჩქები.
რჩევები
დარგვამდე ორმო კარგად მორწყეთ, ფესვთა ყელი არ ჩაფლათ და ზამთრამდე დაამულჩეთ.