როგორ მოვუაროთ ჰორტენზიას
მორწყვა, ნიადაგი და შეკრეჭა — ყველაფერი, რაც ხასხასა ყვავილობისთვის გჭირდებათ.

ჰორტენზია მადლიერი მცენარეა, თუ მის რამდენიმე მოთხოვნას გაითვალისწინებთ.
1. ადგილის შერჩევა
საუკეთესოა დილის მზე და შუადღის ჩრდილი. ცხელ, მზიან ადგილზე ფოთლები ჭკნება.
2. მორწყვა
ჰორტენზიას უყვარს ტენი. ზაფხულში რწყეთ კვირაში 2–3-ჯერ, უხვად, ძირში.
3. ნიადაგი და ფერი
მჟავე ნიადაგში ყვავილები ცისფერდება, ტუტეში — ვარდისფერდება.
4. შეკრეჭა
გამხმარი ყვავილედები მოაჭერით ყვავილობის შემდეგ. ძირითადი შეკრეჭა გააკეთეთ ადრე გაზაფხულზე.